Intel-ი უკვე საქართველოშია








პირველი დღის რეფლექსია

სასწავლო პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა. საინტერესოა იმით, რომ ბავშვი არ არის შეზღუდული აქტივობებში და მას შეუძლია იმ "ამოცანის" ამოხსნა, რომელიც მისთვის ახალია და ეფუძნება ადრე მიხებულ ცოდნას და არა დუბლირებს მას. მოსწავლეებს ეძლევა კარგი საშუალემა შეისწავლონ და შეაფასონ ერთი პრობლემა ყველა შესაძლო კუთხიდან. მსგავსი მიდგომა აუმაღლებს სწავლის მოტივაციას. ინფორმაციის დამუშავების და კვლევა-ძიების პროცესში ბავშვს უყალიბდება მეტაკოგნიტური უნარი.

მეორე დღის რეფლექსია

ჩამოვაყალიბეთ და დავხვეწეთ პროექტის იდეა

განსაზღვრეთ ეროვნული გეგმის სტანდარტი

გავაცნობიერეთ მიმართულების მიმცემი კითხვების შინაარსი, კერძოდ

  • რა არის ზოგადი შეკითხვა?
  • რა არის თემატური შეკითხვა?
  • რა არის შინაარსობრივი შეკითხვა?
ძალიან მომეწონა აქტივობა სხვადასხვა კატეგორიის კითხვების ჩამოყალიბებაზე!!!

განვიხილეთ ბევრი აქტივობა და მათი შეფასების სტრატეგიები.

თითქოს მესმის, თუ რა არის სასწავლო პროექტი, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩემი ხედვა ცოტათი განსხვავებულია! 
პროექტის გეგმის დაწერა დეტალებში უნდა იყოს მოფიქრებული... ეს არც ისე ადვილი ყოფილა!!! 
...და როგორც ყოველთვის სხვისი შეფასება უფრო ადვილია, ვიდრე შენი საქმის ხარისხიანი შესრულება!!!



მესამე დღის რეფლექსია


გავიმეორეთ ზოგი საკითხი ტექნოლოგიების შესახებ.

გავამახვილეთ ყურადღება საავტორო უფლებების დაცვის პრობლემაზე და ლიცენზიების ტიპეპზე.

გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა...

პროექტის პროცედურების დაწვრილებით განხილვის შემდეგ თემამ მიიღო საბოლოო სახე.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შეფასების (თვითშეფასების), მისი ფორმის და სიხშირის საკითხი. 

ჩემი აზრით, შეფასების (თვითშეფასების) სხვადასხვა სტრატეგიების ხსირი გამოყენება ზრდის მოსწავლის მოტივაციას და პასუხისმგებლობას. მასწავლებელი, რომელიც გადის ფასილიტატორის როლში აწარმოებს მონიტორინს (დაკვირვება, განმავითარებელი შეფასება პროექტის განხორციელების ეტაპეპზე) - ეს პროცესი აძლევს მასწავლებელს საშულებას გააკეთოს დასკვნები მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარის განვითარების შესახებ, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია (ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა ისწავლოს)...

ჯამში დღევანდელი ემოცია ბევრად უფრო პოზიტიურია, ვიდრე მეორე დღის ემოცია...

მეოთხე დღის რეფლექსია

შინაარსობრივად ნინოს ლექცია აქტუალურია, განსაკუთრებით იმათთვის ვასაც არ აქვს სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

პროექტის მართვის მომენტები საინტერესო და სასარგებლო იყო.

ძალიან დიდი მასალაა - მინდა რაც შეიძლება მეტი გავაკეთო და ვერ ვასწრებ!!!

ნელ-ნელ დალაგდა ჩემს თავსში ეს ყველაფერი... თორემ ზოგ მომენტში სრულ ქაოს ვგრძნობდი - ასე მეგონა რაც ვიცოდი ისიც კი დამავიწყდა...

მეხუთე (ბოლო) დღის რეფლექსია

მთელი ღამე არავის ეძინა - თითქმის ყველა ნომრიდან კამათის ხმა ისმოდა (ნუ, ზოგი რაზე კამათობდა  - არ ვიცი...) ეს ყველა ემზადებოდა "შემაჯამებელ" პრეზენტაციისთვის...

დრო კატასტროფულად ცოტაა - მასალა უამრავი. ჩვენი პროექტის ხაზი, პრინციპში, გამოიკვეთა...  პროექტი ინფორმაციულ - კვლევითია და სოციალურად მნიშვნელოვანი. ვნახოთ რა გამოვა...

პრეზენტაციის მერე

არ მომეწონა ჩემი გამოსვლა - ძალიან ვღელავდი... გამოვტოვე რამოდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც პრეზენტაციაში იყო (სულ მეგონა დრო არ მეყოფა)...პრაქტიკულად არაფერი მითქვამს დროის ფაქტორზე და მართვაზე. ფასილიტაციის მომენტი ცოტა იყო - მონაწილეების ასაკიდან გამომდინარე მეტი უნდოდა. მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია შეფასების სტრატეგიების დიდი რაოდენობა და მისი სიხშირე (აქტივობა მოიცავს სხვადასხვა თვითშეფასებას და შეფასებას). დანარჩენი უკვე არ ვიცი - გვერდიდან უკეთესად ჩანს...

თავიდანვე მომეწონა ხათუნა ნანობაშვიის პროექტი და მას მივეცი ხმა!

საერთო ჯამში - თუ პროექტს არ აქვს ლოგიკური მსვლელობა ეს იგრძნობა პრეზენტაციის დროს. ასევე იგრძნობა, თუ პროექტის მსვლელობა აცდა ძირითად იდეას, აქტივობებით გადატვირთულია, სახეზეა შეფასებების სტრატეგიების მცირე რაოდენობა...

მოკლედ... რეფლექსია ტრენინგის შესახებ

ეს ტრენინგი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და დინამიური.
კახა ჟღენტს აქვს მკვეთრად გამოხატული კარგი ტრენერის თვისებები...
კარგი ფასილიტატორია, იუმორის გრძნობა აქვს, საკმაოდ მკაცრია...
ჩანს, რომ ტრენინგის თემა არის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლილი, გაცნობიერებული და მას მოსწონს. კარგი მაგალითების და არგუმენტების მოყვანა შეუძლია.
სწრაფად რეაგირებს "პროვოკაციურ" კითხვებზე (ეს ძალიან მომეწონა!!!).
...მის ზოგ ფრაზაში მესმოდა ჩემი აზრები (ზოგი პიროვნება კი მეუბნება, რომ ნამეტანი მაქსიმალისტი და იდეალისტი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი ყოველ ახალ მოსწავლესთან თავიდან გაიზარდოს და მას არ უნდა დაავიწყდეს ის, რა არ მოსწონდა მასწავლებლებში როცა თვითონ ბავშვი იყო, რომ არ გაიმეოროს შეცდომა)
შემიძლია ვთქვა, რომ ტრენინგის მიზანი მიღწეულია, შტაბეჭდილება მოხდენილია, ცოდნა მიღებულია - დარჩა მასალის გადამუშევება/დახვეწა...
ჯგუფში მუშაობა არ იყო ადვილი, გამოიკვეთა ზოგი "პრობლემური" საკითხი...
ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასებაა, როცა ჩემი მსმენელი (მოსწავლე) მეუბნება, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ის, რაზეც ვლაპარაკობდი მე...
არ ვიცი ბატონ კახას მოეწონება თუ არა, მაგრამ ჩემთვის მისი აზარტი, მიდგომა და, რაც მთავარია, ცოდნა სრულიად გასაგები იყო...
არ შემიძლია არ აღვნიშნო ნინოს და მერაბის პროფესიონალიზმი და ცოდნა, მიუხედავათ იმისა, რომ მათი მოდულები შინაარსობრივად ნაცნობი იყო, მაინც რაღაცა ახალი გავიგე.

ტრენინგის უარყოფით მხარე - ძალიან დატვირთული დღეები გვქონდა,
დავალების შესრულებას ვერ ვასწრებდი, დიდი დრო კამათში გადიოდა...
თან კოლეგები არ მინახავს დიდი ხანია და "ჭორაობა"/გართობა/ძილიც მინდოდა...

მასწავლებლის ტრენინგი, ჩემი აზრით, უნდა იყოს 8 დღე * 4 საათი=32 სთ, იმის გათვალისწინებით, რომ მოვა სერტიფიცირებული მასწავლებელი...

დიდი მადლობა ორგანიზატორებს!!!